მთავრობა ქვეყანაში მეფუტკრეობის ხელშეწყობის მიზნით ახალი სუბსიდირების პროგრამის დაწყებას გეგმავს, პროგრამის შესახებ ცნობილი 1 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე გახდა, დღეს კი საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა დადგენილება, რომელშიც პროგრამის პირობები არის აღწერილი. პროგრამის თანახმად, ბენეფიციარებს სკების თანადაფინანსებით სარგებლობა შეეძლებათ, რაც სკის ღირებულების 50%-ს დაფარავს, ამასთან ერთ ბენეფიციარზე მაქსიმუმ 5000 ლარის სუბსიდია გაიცემა.
პროგრამის ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით განისაზღვრება და მის მიზანს ქვეყანაში თაფლის ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა წარმოადგენს.
პროგრამაში მონაწილეობა შეეძლებათ მეფუტრკეებს თუკი ისინი შემდეგ პირობებს აკმაყოფილებენ:
1. პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახისა (არანაკლებ 10 სკისა).
2. პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS) რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს.
დაფინანსების პირობები:
1. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი მიიღებს თანადაფინანსებას – ერთი სკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 70 ლარის ოდენობით.
2. პროგრამის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს.
3. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება კოოპერატივები,”- ნათქვამია საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სტატისტიკის თანახმად, საქართველოში სკების რაოდენობა მცირდება – უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში.
11 თვეში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 9.2%-ით გაიზარდა და ქვეყანამ საზღვრებს გარეთ საქონლის რეალიზებით 262.3 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით,…
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უცხოური გავლენის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის დაპირება გასცა. დღეს გამართულ ბრიფინგზე, საქართველოში ვიზიტით მყოფმა…
2024 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან უცხოეთში 130 მილიონი დოლარის ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, ამის შესახებ ადგილობრივი ექსპორტის სტატისტიკიდან ირკვევა, რაც რეექსპორტის გარეშე ქვეყანაში…